ვანო მაჭავარიანი - „ქართული ოცნება“ ცდილობს ის  პოლიტიკური რეალობა მოიწყოს, რომ არასდროს წავიდეს ხელისუფლებიდან

„ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ის საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური რეალობა მოიწყოს, რომ არასდროს წავიდეს ხელისუფლებიდან,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნების კვლავ შერეული სისტემით ჩატარდების თაობაზე მმართველი გუნდის ინიციატივა შეაფასა.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ვადამდელი არჩევნები დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა. მისი შეფასებითვე, „ქართული ოცნების“ ინიციატივა საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება და „ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას ემსახურება“.

მამუკა მდინარაძის განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დაბალი მხარდაჭერის პირობებში მიიღოს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც გაახანგრძლივებს მათ ყოფნას ხელისუფლებაში. არცერთ საერთაშორისო, დემოკრატიულ სტანდარტში არ ჯდება ეს განცხადება იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები არის დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრების არასასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენა. ის, რომ დაწყებულ პროპორციული სისტემის ჩაგდებიდან დამთავრებული დღევანდელ ინიციატივამდე, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ის საარჩევნო სისტემა და ის პოლიტიკური რეალობა მოიწყოს, რომ არასდროს წავიდეს ხელისუფლებიდან მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველმა შეიძლება მას 2020-შიც არ მისცეს ხმა, ეს არის უკვე ჩვენი სართაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელი. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ მიანიშნებს დღევანდელი ხელისუფლების არადემოკრატიულ მიზნებსა და ერთპიროვნული მმართველობის დამყარებაზე საქართველოში, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ არ მიიღებენ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მდინარაძის განცხადებით, "2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს