ანა დოლიძე ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე - ჩვენი ხელისუფლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიპერაქტიული ქმედება გვჭირდება

საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა დიპლომატიური რესურსი, რასაც ფაქტია, ის არ აკეთებს აქამდე, იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს სახლში", - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ცხინვალში, ე.წ სასამართლოს მიერ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხს.

დოლიძის შეფასებით, ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა.

"ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო ოკუპირებული ტერიტორიების სასამართლომ. ფაქტია, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი მობილიზება. საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა დიპლომატიური რესურსი, რასაც ის არ აკეთებს აქამდე, იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს სახლში. დღემდე მის ოჯახს ნამდვილად ჰქონდა იმედი, რომ ეს ადვილად მოგვარდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს ეს ადამიანი ჰყავს ტყვედ აყვანილი. ჩვენ ჩვენი ხელისუფლებისგან გვჭირდება ჰიპერაქტიული ქმედება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საერთაშორისო პრესკონფერენციაზე რუსულ ენაზე გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევა იყო და სახელმწიფო ინტერესის არასწორი წარმოდგენა.

"ფაქტია, რომ როდესაც ქვეყნის პრემიერი საერთაშორისო კონფერენციებზე გამოდის რუსულად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება ოკუპანტ ძალასთან არ გვაქვს. აბსოლუტური დიპლომატიური ეთიკისა და ეტიკეტის დარღვევა იყო და სახელმწიფო ინტერესის არასწორი წარმოდგენა, როდესაც გიორგი გახარია საერთაშორისო დონეზე რუსულად გამოვიდა. ეს სრულიად მიუღებელია", - აღნიშნა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს