მერაბ გაბინაშვილი - ინფორმაცია, თითქოს, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეებზე გადაწყვეტილებებს იღებდა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, არის მცდარი და გადაუმოწმებელი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 13 დეკემბერს სატელევიზიო არხი "TV პირველის" 14 საათიან გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გადაცემის წამყვანის მხრიდან მოხდა ინფორმაციის ცალმხრივად მიწოდება საზოგადოებისათვის, თითქოს, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეებზე გადაწყვეტილებებს იღებდა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, რის საფუძველზეც სააღსრულებო ბიუროში ნიკანორ მელიას მიერ ხდებოდა გადაწყვეტილებების აღსრულება.

აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი, გადაუმოწმებელი, რადგან დასახელებული მოსამართლის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები არ მოღებულა.

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილა საჩივარი ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო