ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა  სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველი ექიმის გათავისუფლება

ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველი ექიმის გათავისუფლება.

„ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველი ექიმის გათავისუფლება. მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყენებთ ყველა პლატფორმას დონეს შესაძლებლობას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო პერიოდში მაღალ და უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები მათ შორის ჟენევის ფორმატში, სადაც უმთავრესი საკითხი დაეთმო სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას “ , - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა