პარლამენტთან აქციებზე დაკავებულების ადვოკატი - საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია, რაც სუბიექტურობის მანიშნებელია - მოსამართლე არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მათ ჩვენებებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის - ალექსანდრე დავლაძის, დავით კაკაურიძის, ალიკა კუპრავას და ლევან გახელაძის სასამართლო სხდომა 17 დეკემბრისთვის გადაიდო.

დაკავებული პირების ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან სხდომის გადადების გადაწყვეტილება „უცნაური ამბავი იყო“.

„სხდომის გადადება იყო უცნაური ამბავი. შსს-მ არ წარმოადგინა მოწმეები და სასამართლომ თავისი ინიციატივით დაავალა ამ მოწმეების წარმოდგენა, როდესაც მათ ინტერესი არ ჰქონდათ. ეს უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს რეალურად აქვს გამოყენებული იქნა იმ უწყების სასარგებლოდ, რომელსაც ისედაც დიდი რესურსი აქვს. რაც შეეხება მოლოდინებს, საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არსებობს რაც მიგვაჩნია, რომ სუბიექტურობის მანიშნებელია და მოსამართლე არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მათ ჩვენებებს. ნეიტრალური მტკიცებულებები ამ საქმეში არ არის, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ადამიანების მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

სასამართლო სხდომა 17 დეკემბერს, 12:15 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე და სხვები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს