ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, რომ ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია საჭიროა დაკომპლექტდეს ექიმის ოჯახის წევრებით, მეგობრებით და შესაბამისი უწყებებით.

„სამწუხაროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი სახელმწიფოს ყველა ჩართულობამ შედეგი არ მოგვცა და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება, მისი სასამართლო 20 დეკემბრამდე გადაიდო. შემდეგი სხდომა ჩანიშნულია შემდეგ პარასკევს. ეს, ალბათ მიგვითითებს რაღაც ხარვეზებზე, რომელიც გამოსასწორებელია. ჩვენ, მთელი ოჯახი და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ როგოც ჩანს, სახელმწიფო ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგცა, ამაზე ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდით და ჩემს ბრიფინგზეც გავიმეორე რამდენიმე დღის წინ, რომ აუცილებლად საჭიროა უწყებათშორისი კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდეთ ჩვენ, ოჯახის წევრები, მეგობრები, პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რადგან მან დააკორექტიროს ეს ყველაფერი. ამ საკოორდინაციო საბჭოში შეიყვანოს ის უწყებები, რომლებსაც ამ საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფებათ, რადგან, როგორც ვხედავთ, ყველანაირმა შედეგმა მოგვცა ნული. მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, ზოგიერთი კერძო პირები ასპროცენტიან გამოშვებას და ა.შ. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ისინი რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბებიან, საიდანაც საოკუპაციო ხაზის მიმართულებით მანქანებით მსვლელობა მოეწყობა.

„რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა კვირას, 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ კვირას, 11:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით მშვიდობიანად დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ოჯახი მარტო არ ვართ. დაგვანახეთ ეს ჩვენ, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ.

მინდა, საქართველოს მივულოცო ხვალინდელი დღე, ის რომ ალფავიტის მიხედვით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება და ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო