ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე, რომელიც მათი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციებს, ეწინააღმდეგება.

„სექტემბერში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ იმედს გამოვთქვამდით, რომ პარლამენტი გამოასწორებდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებს“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და მათ შორის არიან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ.

„არსებული მდგომარეობის განმეორებით თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. მათ შორისაა ერთიანი კრიტერიუმის გამოყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილებები და ფარული კენჭისყრის გაუქმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს მომდევნო წლის დასაწყისში კვლავ ეწვევიან.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა