გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე - საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

მე მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული სახის კრიტიკული მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი პირველად წარიმართა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების არჩევის პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი სურათი ჰქონოდა აღნიშნულ საკითხზე.

„პროცესი იყო უპრეცედენტო, ასეთი საქართველოში ნამდვილად არ ყოფილა და მისი ანალოგის მოძებნა ალბათ გაგიჭირდებათ საზღვარგარეთაც. ძალიან ბევრი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ ჩვენ და ასეთი დეტალური რეგულაციები და ასეთი გამჭვირვალე პროცესი ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია. ეს იყო პირველად, როდესაც ასე წარიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და როგორც საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში ყველა შესაძლო კითხვა იყო დასმული კანდიდატებისთვის და ყველას ჰქონდა უფლება, რომ ამ პროცესში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების დაწყებისთანავე ჩართული გვყავდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენლობაც იყო ამ პროცესში ჩართული, ერთად ვიმუშავეთ როგორც საკანონდებლო რეგულაციებზე, ასევე შემდგომი პროცესებიც მუდმივი მონიტორინგის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიმდინარეობდა. მე მესმის, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეულ სახის კრიტიკული მოსაზრებები პროცესთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი პირველად წარიმართა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ შეფასებები არის დადებითი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოქაუტაძემ განაცხადა, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც დღეს არის განწესებილი უზენაეს სასამართლოში პოტენციურად შესაძლებელია, რომ გახდეს თავმჯდომარეობის კანდიდატი. „ამ ეტაპზე საბჭოში კონსტულაცტები არ მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ მე თავს შევიკავებ სუბიექტური მოსაზრებისგან”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით