დავით ასათიანი - უპირველეს ყოვლისა, სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის

საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაშია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სასამართლო უნდა იყოს სანდო ქართული საზოგადოებისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის, - ასე ეხმაურება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების არჩევის ღია პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, „ამასთანავე გამოჩნდა იმის ელემენტი, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები”.

„ამ პროცესს შეიძლება მიეცეს ორმხრივი შეფასება. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა მრავალი პრობლემა და გამოწვევა, რაც სასამართლოს წინაშე დგას, მაინც პოზიტიური იყო ის ღია და გამჭირვალე პროცესი. მთელმა საზოგადოებამ ნახა თუ რასთან გვაქვს საქმე, თუ სად ვდგავართ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხის თვალსაზრისით და შესაბამისად, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი მომავალში. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ პრობლემები და გამოწვევები არის და ამას უნდა მთლიანად ქვეყნის და ყველა ინსტიტუტის, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადვოკატების მუშაობა, რომ ეს სასამართლო საბოლოოდ იქცეს ხარისხიან და სანდო ინსტიტუტად. საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა მისაღებია, ჩვენ ვართ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა, ანუ ქვეყანა, რომელშიც კლასიკური ტრადიციური გაგებით დემოკრატია ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. ეს პრობლემები აქედან მომდინარეობს და ბუნებრივია, კრიტიკა მისაღებია”,- განაცხადა დავით ასათიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს