დავით ასათიანი - იმედს ვიტოვებ, რომ „სასამართლო“ სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერსაა დანიშნული, კეთილგონიერება ეყოფათ და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება

იმედს ვიტოვებ, რომ „სასამართლო“ სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერსაა დანიშნული, კეთილგონიერება ეყოფათ და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმდომარემ დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის გუშინ ფრთხილი ოპტიმიზმით ელოდებოდა ექიმის გათავისუფლებას. „გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს იყო წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა და შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი გათავისუფლებით. სამწუხაროა, რომ იქ არავის ყოფნის კეთილგონიერება, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისთვის და რეალურად არ აღიარებს ბრალს, უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია, გათავისუფლდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის დანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება”,- განაცხადა დავით ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს