გიორგი ვაშაძე - დიპლომატებთან საუბარი გვექნება, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება", ხელი აიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან

ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსთან დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხებია - სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმე, სამართალდამცველების მხრიდან არაკანონიერი ქმედებები და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიული ჯგუფების დაორგანიზება.

„ეს არის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმოდგენლებთან, სადაც ჩვენ პირველი - გადავცემთ იმ ადამიანების სიას, ვინც სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იქნა დაკავებული და არის მიცემული პასუხისგებაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც 20 ივნისის შემდეგ აღიძრა და როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი, ისე იყენებს სისხლის სამართლის კოდექსს ფაქტობრივად ხელისუფლება. მეორე - ჩვენ ვისაუბრებთ სამართალდამცველებზე, რომლებიც სისტემურად არღვევენ კანონს და კანონდარღვევით აკავებენ, იტაცებენ, სხვადასხვა დარღვევებს აკეთებენ ჩვენს მშვიდობიან მომიტინგეებთან და მოქალაქეებთან მიმართებაში და ვისაუბრებთ იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც დააორგანიზა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც თავიდან გამოიხატებოდა ოფისებზე თავდასხმაში, ახლა უკვე პირად ანაგრიშსწორებებზე გადავიდნენ, გიგი უგულავას შემთხვევა ყველამ ვიცით, აეროპორტში.

გვექნება მათთან საუბარი, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება", აიღოს სისტემური კანონდარღვევებისგან ხელი და ხელი აიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დევნა, ეს არის ტოტალკონტროლის დამყარების მცდელობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც ცხადია, კრახით დამთავრდება და ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა იწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო