ნინო ბურჯანაძე - დიპლომატებთან შეხვედრაზე საგანგებოდ გაკეთდება აქცენტი იმ წარმოუდგენელ უფლებადარღვევებზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს

„ქართული ოცნება” გახდა სამართალმემკვიდრე და მორალური მემკვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, ოღონდ მხოლოდ იმ ცუდის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, - ამის შესახებ,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით იქნება.

„საუბარი გვექნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. საგანგებოდ გაკეთდება აქცენტი იმ წარმოუდგენელ უფლებადარღვევებზე, რასაც აკეთებს ხელისუფლება, როდესაც დამნაშავის მაგივრად თავდამსხმელს ამართლებს, როდესაც არის აბსოლუტურად უკანონო მოქმედებები, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და გვინდა, რომ დეტალურად ჩავაყენოთ დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში. ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ სამარცხვინო ფაქტზეც, როცა მოსამართლეები დამტკიცდა ისე, როგორც ამას „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ცდილობდა, „ქართული ოცნება“ გახდა სამართალმემკვიდრე და მორალური მემკვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, ოღონდ მხოლოდ იმ ცუდის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა იმიტომ, რომ ყველაფერი ეს ცუდი მართლდებოდა და თეთრდებოდა სასამართლოში ასე, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ამაზე ხმა არ აქვს ამოსაღები. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა დანარჩენ სხვა თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა