გიგი უგულავა ერეკლე კუხიანიძეზე - "ოცნებამ" ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და კისრისტეხით გააგდოს ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან

"ქართულმა ოცნებამ" ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და გააგდოს კისრისტეხით ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება" არ მოიკვეთავს ამ ადამინს, ქართული საზოგადოება მოიკვეთავს "ქართულ ოცნებას".

„გულისამრევი და სამარცხვინოა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. შეიძლება ვერ ეხმარებოდე, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ხელისუფლებაში არ უნდა გამოხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს. ჩვენ ვხედავთ, რომ ზეიმობს, რას ზეიმობს, თვითონ არ იცის. ძალის დემონსტრირებითაა დაკავებული, ფულს ხარჯავს ტყუილ-უბრალოდ და ამავე დროს დაკავებული არიან იმ ოჯახის, იმ ადამიანის შეურაცხყოფით, რომელიც ტყვედ ჰყავთ რუსებს და სეპარატისტებს აყვანილი. ამის იქით დეგრადაციის ფსკერი სად შეიძლება მთავრდებოდეს, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. "ქართულმა ოცნებამ" ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და გააგდოს კისრისტეხით ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან, სხვა არჩევანი აქ არ არსებობს. თუ ასე ფიქრობს "ქართული ოცნება" ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მე სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერშიფის 2/3 ასე ფიქრობს, მაგრმა ეს ჩემი დაშვებაა. არსებობს რაღაც ფორმები, რაც ყველამ უნდა დაიცვას. ეს ადამიანი უნდა მოიკვეთოს "ქართულმა ოცნებამ", სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" მოიკვეთავს ქართული საზოგადოება", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! "- წერს კუხიანიძე სოციალურ ქსელში

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა