არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პოზიციაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ამისგან განსხვავებულია, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ვერ იქნება

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ის უნდა გათავისუფლდეს. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც არის ამისგან განსხვავებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა დასმულ შეკითხვაზე - უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის გამო.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ადამიანური ღირებულებების მიმართ რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულება არის სრულიად მიუღებელი“ და ეწინააღმდეგება დღევანდელ მსოფლიოს, ეწინააღმდეგება იმ ელემენტარულ ჰუმანურ პრინციპებს, რომლითაც მსოფლიო ხელმძღვანელობს.

„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშორებით, მთელი საზოგადოება, საქართველოს ყველა მოქალაქე, ხელისუფლება ვართ ერთიან პოზიციაზე. ის იმყოფება უკანონო პატრიმრობაში. ეს პატიმრობაც დასრულდება, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის კედელი, რომელიც დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული რუსეთის ფედერაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ეს კედელიც აუცილებლად დაიშლება. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, ამას სჭირდება სწორი, პრაგმატული, კარგად გათვლილი საგარეო პოლიტიკა და რაც მთავარია, ეფექტური საშინაო პოლიტიკა. პოლიტიკური ძალები კამათობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უკეთესად განვავითაროთ ეკონომიკა, განათლების სისტემა და არამც და არამც არ კამათობენ იმაზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ხელისუფლების პოზიცია არის ეს, ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ეს პოზიცია. დღემდე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. ყველას გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ამაში გადაგვახდევინოს მეტი ფასი. რაც უფრო მეტ პრინციპულობას ხედავს ჩვენი მხრიდან, რაც უფრო მეტ ევროპელობას, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ ურთიერთობას ხედავს ჩვენი მხრიდან ნატოსთან და აშშ-სთან, რა თქმა უნდა, რუსეთის და საოკუპაოციო რეჟიმის რეაქციები არის უფრო მკვეთრი, მაგრამ ჩვენ ამაზე მხოლოდ მშვიდი და პრაგმატული რეაქცია გვექნება. საქართველო უკან არ დაიხევს თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა