არჩილ თალაკვაძე - მე ვერავის შეფასებას ვერ ვეთანხმები, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს

მე ვერავის შეფასებას ვერ ვეთანხმები, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საერთაშორისო ორგანიზაცების შეფასებებზე. თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები „საქართველოს მეგობრების მოსაზრებებია“.

„პრაქტიკულად არაფერი გვქონდა. დღეს გვაქვს ბევრად ხელშესახები, ბევრად დამოუკიდებელი, ბევრად რეალური სიტუაცია, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ, სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცონ, ამიტომ მე ვერავის შეფასებას ვერ ვეთანხმები, ვინც ამ ყველაფერში აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს. პროგრესი სახეზეა. ევროპის საბჭოს და სხვა პარტნიორების პოზიციები ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ ამას თვალს და გუშინ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა იმიტომ დავამტკიცეთ, რომ რეფორმები გავაგრძელოთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო