გიორგი ვაშაძე - დიპლომატებისგან თხოვნა იყო, რომ უფრო ინტენსიურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათი მხრიდან აუცილებლად იქნება რეაგირება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსისგან მიიღეს გზავნილი, რომ ისინი დეტალურად აკვირდებიან ყველაფერს.

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო საზოგადოებაში თავისი თავი ამოწურა. მათ დემოკრატიასთან საერთო არაფერი არ აქვთ.

დიპლომატებისგან თხოვნა იყო, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მათი მხრიდან აუცილებლად იქნება რეაგირება. თითოეულმა თქვა, რომ ისინი ამ ინფორმაციას საკუთარ ქვეყნებს აწვდიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულად გვექნება და დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით. ასევე, ჩვენ შევთანხმდით, რომ გადავცემთ პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების სიას, რომლებიც სისტემურად არღვევენ კანონს და პოლიტიკური ძალადობისთვის გამოიყენებიან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო