ბადრი ჯაფარიძე - ორშაბათს, მეგობარი ქვეყნების საელჩოებს თხოვნით მივმართავთ და წარვუდგენთ სიას, რომ კონკრეტული პროკურორების, მოსამართლეების მიმართ სანქციები შემოიღონ

„ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომ განიხილონ იმ კონკრეტული პროკურორების და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ შესაძლო სანქციების შემოღება, რომლებმაც განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ უკანონოდ გადაწყვეტილებების მიღებით“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი სხვადასხვა მიზეზით ყოველდღიურად იძლებულია სასამართლოში იაროს და პოლიტიკური დევნის ქვეშ იყოს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ბოლო ხანებში გახშირდა ხელისუფლებისა და მმართველი ძალის მხრიდან უკანონო მოქმედებები და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯები. ყველა ოპოზიციური პარტია ხელს მოაწერს სიას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პროკურორებს, მოსამართლეებს და კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას და არ ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და ემსახურებიან მმართველი ძალისა და მმართველი ძალის ხელმძღვანელის სურვილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი დაუსჯელად ვერ დააღწევენ თავს, თუკი გააგრძელებენ ოპოზიციური ლიდერების შევიწროვებას და პოლიტიკურ დევნას. სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ამ დარბაზში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან პრაქტიკულად არც ერთი არ დარჩენილა და ამა თუ იმ მიზეზით არის პოლიტიკური დევნის ქვეშ. აუცილებელია ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა შემოიღონ შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, ამ ადამიანების მოგზაურობის მიმართ ამ ქვეყნებში და ჩვენ უკვე ორშაბათს მივმართავთ სიით ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს კონკერტული ადამიანების და კონკრეტული პროკურორების, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღების თხოვნით”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს