ეკა ბესელია - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას საქართველო საარჩევნო რეფორმის მარცხის, რეპრესიული მანქანის გაძლიერების და ჩვენი ექიმის დატყვევების პირობებში ხვდება

„ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას საქართველო საარჩევნო რეფორმის მარცხის, რეპრესიული მანქანის გაძლიერების და ჩვენი ექიმის უკანონო დატყვევების პირობებში ხვდება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ზეიმი.

„ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საჭიროა მთელი ძალისხმევა და ხელისუფლების მხრიდან ყველა ინსტრუმენტის გამოყენება. პირველი ამით უნდა იყოს ქვეყანა დაკავებული და ნაკლებად უნდა ეზეიმებოდეთ. შეიძლება მოკრძალებულად იმის აღნიშვნა, რომ რიგითობით საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ქვეყანა ამ მოვლენებს სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის მარცხის, რეპრესიული მანქანის გაძლიერების და ჩვენი ექიმის უკანონო დატყვევების პირობებში ხვდება. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა გეზეიმებოდეს და ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას აწყობდე. ეს იმდენად არათავსებადია, რომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო