ირაკლი კობახიძე - პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა შეკრებილი ადამიანების რაოდენობა, ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა

ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად გაამართლა ხალხის რაოდენობამ მათი მოლოდინი.

როგორც კობახიძემ ასევე აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას საერთოდ აზრი ეკარგება და ეს დღევანდელმა ღონისძიებამ კარგად აჩვენა.

"ძალიან მიხარია, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ. დღეს ნამდვილად უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, "ქართული ოცნების" დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და დღეს თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა