ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს და ოპერატორს გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ დირექტორის ინგა გრიგოლია ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ღონისძიების დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს. როგორც ინგა გრიგოლიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ჟურნალისტი კითხვას უსვამდა „ქართული ოცნების“ ღონისძიებიდან წამოსულ ქალბატონებს, როდესაც მათ გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ.

„გაურკვეველი, ნაძირალა ტიპები თავს დაესხნენ ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს. „ნაციონალები“ ეძახეს და ფიზიკურადაც შეეხნენ ჩვენს ოპერატორს. ზოგადად, ბოლო დღეებში ისეთი აგრესიაა „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ, ხან ტენდენციურობაში გვადანაშაულებენ და ხან სუბიექტურობაში. ეს ეტყობა წვრილფეხობამაც გადაიღო თავიანთი უფროსებისგან. სამწუხარო კი ის არის, რომ ლიდერები, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ან სხვა ჟურნალისტების მიმართ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამას შეიძლება ასეთი შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო