თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის ძმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის ძმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ძმა მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო