ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი ადამიანია ჩარჩენილი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი ადამიანია ჩარჩენილი. როგორც „ინტერეპრესსნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინება უწყებაში დღეს საღამოს შევიდა. ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი.

არსებული ინფორმაციით, მწვერვალ აილამაზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორმა მათგანმა უკან დაბრუნება შეძლო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხილვადობის გაუმჯობესებისთანავე, ხვალ დილიდან სამაშველო პროცესში ვერტმფრენი, მაშველების დამატებითი ჯგუფი და ექიმები ჩაერთვებიან.

უწყებაში არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილ ადამიანს, რომელმაც გადაადგილება ვერ შეძლო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო