ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად მყვინთავებმა 16 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდა დაკარგულად ითვლება.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებული 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათგან უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ კუნძულზე ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, იმ დროისთვის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის უმრავლესობა ტურისტი იყო. ამასთანავე, სამძებრო სამუშაოებს ვულკანის ხელმეორედ ამოფრქვევის საფრთხე ართულებდა.

იხილეთ ვიდეო: ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო