ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. აღნიშნული ტერიტორიიდან ისინი დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ და მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ოჯახის წევრებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

,,დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან და გავაპროტესტოთ მამაჩემის უკანონო დაკავების ფაქტი. ეს იქნება მშვიდობიანი, არაპოლიტიკური აქცია ლოზუნგით ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს". ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მამაჩემს საზღვარს იქით დავანახოთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა.

ხელისუფლება პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული და ყველა ღონეს ხმარობს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ 37 დღე გავიდა და მამაჩემი კვლავ საპატიმროში რჩება, ამიტომ ვთხოვ მათ კიდევ უფრო გააქტიურებას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომ ჩვენც ვიყოთ ჩართულები და ყველა ის მხარე რომელსაც ხელეწიფება ამ საქმეში წინსვლა," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატირობა შეუფარდა.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა