გიორგი ვაშაძე - ზედმეტი მოლოდინები  “ქართული ოცნებისგან” ნამდვილად არ გვაქვს, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებასა და გადაგდებას

ზედმეტი მოლოდინები ნამდვილად არ გვაქვს “ქართული ოცნებისგან”, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებასა და გადაგდებას,- ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდს “მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებს და არ ადარდებს ხალხის გაჭირვება”.

“ოპოზიცია ყველა ქმედებაში არის კონსტრუქციული, “ქართული ოცნება” კი არის დესტრუქციული. ჩვენ მოვედით დღევანდელ შეხვედრაზე, რომ მოვისმინოთ, რას გვეტყვიან, რა არის მათი მოსაზრებები დიპლომატიური კორპუსის შემოთავაზებაზე. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირ-ის დასკვნას. ზედმეტი მოლოდინები ნამდვილად არ გვაქვს “ქართული ოცნებისგან”, რადგან მიჩვეული ვართ მათგან მოტყუებას, გადაგდებას, აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებების გაკეთებას, ისევე როგორც გააკეთა მდინარაძემ, რადგან ეს არის ხალხი, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებს და არ ადარდებს ხალხის გაჭირვება, პრობლემები, რომელიც უნდა მოგვარდეს. ამის დადასტურება არის მათი გუშინდელი აქცია, სადაც ჩარჩენილები იყვნენ წარსულში, მხოლოდ წარსულზე საუბრობდნენ და არაფერი უთქვამთ გაჭირვებულებისთვის, პენსიონერებისთვის, ახალგაზრდისთვის, ვითომ ახალგაზრდულ ფორუმზე, რა მომავალი და პერსპექტივა აქვთ საქართველოში ახალგაზრდებს. ისინი მიზანმიმართულად თესავენ ნიჰილიზმს. შესაბამისად, ამის საპასუხოდ ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, თუ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. ჩვენთვის მნიშვნელივანია, რომ დიპლომატიურ კორპუსთან სრულ სინერგიაში ვართ მოქმედების თვალსაზრისით და სრულად უჭერს მხარს იმას, რასაც ვთავაზობთ. ოპოზიცია ერთსულოვანია. ოპოზიცია ითხოვს ე.წ. გერმანულ მოდელს მრავალმანდატიანის ჩათვლით. რაც არის გაგზავნილი ეუთო/ოდირ-ში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს