არჩილ თალაკვაძე - შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით - ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრება განიხილება, რომელიც თალაკვაძის შეფასებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ არის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრამდე განაცხადა, მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ არგუმენტებს გააცნობს.

“წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოითქვა მოსაზრება მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ განვიხილავთ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ამის შესაძლებლობას. ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა სწორედ ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიანი ოლქებთან დაკავშირებით, თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული და როგორ გაგრძელდება დიალოგი, ამას ვნახავთ შეხვედრის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა