არჩილ თალაკვაძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე - ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს

ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა და სახელმწიფოს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან აქვს, ვისაც მის გათავისუფლებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია.

“ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მიუღებელია და ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, დაპატიმრებულია უკანონოდ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, როგორ დესტრუქციულია და როგორ უპასუხისმგებლოდ ექცევა უბრალო ადამიანების უფლებებს და იმ ძირითად ღირებულებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს.

რა თქმა უნდა, საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით და მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ერთად. ხელისუფლებამ ეს საკითხი დააყენა ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან, ვისაც შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა გათავისუფლებაში. როგორც ხედავთ, რუსეთი იყენებს უბრალო ადამიანებს მანიპულაციისთვის და ვხედავთ, რომ ამან მიიღო ხასიათი”,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა