გია ვოლსკი  ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე - "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი შეცდომების შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს

"ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი შეცდომების შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ექიმის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაა, რომლის წინაპირობაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა.

"ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შეცდომის შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს ხან გატაცებებით, ხან მავთულხლართებით, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, საერთაშორისო ძალისხმევა ოფიციალურ დონეზე, მათ შორის, არაოფიციალურ საზოგადოებრივ დონეზეც გარკვეულ შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ საკითხი გადაწყდება და დაბრუნდება თავის ოჯახში ბატონი ვაჟა. ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ვაჟაა, საქართველოს ისტორიას ახსოვს და მან თავისი ქმედებით, ნაბიჯით მთელ მსოფლიოს შეახსენა, დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რა ხდება საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა