ნინო ბურჯანაძე - დავსვამთ საკითხს ისეთ ფაქტებზე, რომელიც პირდაპირ ეხება თავდასხმებს - ის, რაც აეროპორტში მოხდა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება - ხელისუფლებამ ამ თემაზე  პასუხი უნდა გაგვცეს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ე.წ. გერმანული მოდელის მეორე ნაწილზე იმსჯელებენ.

ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აეროპორტში მომხდარ თავდასხმის საკითხსაც დააყენებენ და ხელისუფლებისგან პასუხებს მოითხოვენ.

“დღეს იქნება საუბარი მრავალმანდატიანზე, "გერმანული მოდელის" ფარგლებში. მე ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ საგანგებოდ ხაზს, რომ ჩვენ "გერმანული მოდელი" დავყავით ორ ნაწილად. ახლა ველოდებით მოსაზრებებს მეორე ნაწილთან დაკავშირებით, მანამ სანამ "ოდირი"-დან პასუხი არ გაეცემა ე.წ. კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ დავსვამთ საკითხს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ეხება თავდასხმებს. ის, რაც აეროპორტში მოხდა, რა თქმა უნდა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ხელისუფლებამ ამ თემასთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაგვცეს. ჩვენი სურვილი არის, რომ მიღწეული იქნეს შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ვნახოთ, ხელისუფლება რას მოიტანს და რისთვის არის მზად. კარგია, რომ ეს შეხვედრა არის ჩვენს შეხვედრამდე, იმიტომ რომ მე ვიცი ამერიკის პოზიციაც და ეს ნათლად გამოჩნდა, ასევე ჩვენი მეგობარი სხვა ელჩების პოზიცია. იმის ამოცანა აქვთ, რომ მიღწეული იქნას ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუ ეს შედეგი დადგება, ამას მხოლოდ მივესალმებით”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო