ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება მის  საზიანოდ მოტრიალდეს

ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილის საზიანოდ მოტრიალდეს, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლებისა და მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილე ყველა ადამიანს და სთხოვა, რომ ფრთხილი განცხადებები გააკეთონ იქამდე, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდება.

„მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა ისევ მოგვარებადია ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა მივმართო, რომ ვაჟა, რასაც ემსახურება ეს პირველ რიგში არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია. იციან როგორი დახმარება იცის მან და პაციენტებზე ზრუნვა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებში. ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძება მის საზიანოდ მოტრიალდეს.

მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, რომ გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ძალიან ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, მერეც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალობრივი",-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს