მამუკა ხაზარაძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე - სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მისი წარმომადგენელი კი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება, რაც გამოხატავს მმართველი პარტიის  შიდა საუბრებს

სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებებს მართავს, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მისი წარმომადგენელი კი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება, რაც გამოხატავს მმართველი პარტიის მენტალობას და შიდა საუბრებს, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე და ,,ლელოს’’ ლიდერები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციაში ასევე მონაწილეობს "ლელოს" ექიმთა ჯგუფი. აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან გაემართნენ, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან ერთად მშვიდობიან აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

,,ხელისუფლება არის უუნარო. მან არამარტო ამ, არამედ უამრავ საკითხში ვერ შეძლო სახელმწიფო ინტერესის დაცვა. შესაბამისად, არანაირი იმედი არ მაქვს მისი ქმედუნარიანობის. ერთადერთი იმედი საზოგადოებაა, რომელიც აქ იკრიბება.

საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს, რომ მსგავსი საკითხი არ არის ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა. მე აქ მოვედი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. როდესაც მსგავსი მოვლენა ხდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად .

სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებებს მართავს, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მისი წარმომადგენელი კი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება, რაც გამოხატავს მმართველი პარტიის მენტალობას და შიდა საუბრებს.

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ეს არის საზოგადოება, რომელიც ერთიანია, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეგნება და სახელმწიფოებრიობის განცდა. ეს ადამიანები გაისტუმრებენ ამ ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება იმ სახელმწიფოს მშენებლობის გზას, სადაც მსგავსი ფაქტები არ მოხდება’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა