ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი  აქციის დასასრულს, მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებსა და დეპუტატ  დიმიტრი ხუნდაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის დასასრულს სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აქტივისტები ხუნდაძესთან კითხვების დასმას ცდილობდნენ, რაზეც ხუნდაძემ მათ უპასუხა, რომ თუ პარლამენტში მოსვლა სურთ, სჯობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

სიტყვიერი შელაპარაკების დროს, "გაბედეს" აქტივისტებმა დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი დააკრეს.

,,ჩვენთვის მისასალმებელია, რომ თავისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით დიმიტრი ხუნდაძე დღეს აქ არის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მართლაც ყველას ეხება. უბრალოდ, ჩვენ გვინდოდა გვეთხოვა ბატონი დიმიტრისთვის, რომ დავთქვათ ერთი თარიღი , სადაც ახალგაზრდებს შეგხვდება და გაგვცემს კითხვებზე პასუხებს. მაგალითად: რატომ ჩააგდო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ან , რატომ დაგვახვედრა აქტივისტები მცხეთაში, რომლებიც ჩვენს თანატოლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძე არ არის მზად ასეთი შეხვედრის ფორმატისთვის. ვინაიდან, მას არ გააჩნია ასეთი პასუხები და ის უბრალოდ წავიდა ისე, რომ ხელახალი იგნორი გაუწია ახალგაზრდობას და მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ, ფიზიკური დაზიანებებით არ მივდივართ სახლებში”,- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა გაბედეს აქტივისტმა მიშო ქუმსიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს