მოძრაობა „ლელო“ მოითხოვს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს და ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს საჯაროდ  ბოდიში  მოუხადოს

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს ,,ქართული ოცნების'' წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ. ასევე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ,,ქართული ოცნების’’, საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.

,,ქართული ოცნების'' პარტიის წევრის თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია თუ არა, ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია.

ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის ხარჯზე ცდილობენ გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადება ნათელი გამოვლინებაა იმ პოზიციისა, თუ რას ფიქრობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს პირდაპირი იერიშია ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს ,,ქართული ოცნების'' პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ. ასევე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო