საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ისტორიული დარბაზის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

თბილისში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ისტორიული დარბაზი საზეიმოდ, 3 წლის საქმიანობის ანგარიშით გაიხსნა. ცენტრის საგამოფენო დარბაზში, სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა ქართულ-ხალხური სიმღერები და ტრადიციულ საგალობლები შეასრულეს.

საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომელი პრეზიდენტმა და მეუფე შიომ დაათვალიერეს.

როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ განაცხადა, აღნიშნულ დარბაზს მაღალი ხარისხის რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

"ჩვენ დღეს ოფიციალურად გავხსენით ფოლკლორის ცენტრის დარბაზი, სადაც არის ასევე ხმის ჩამწერი სტუდია. ეს დარბაზი არის ისტორიული. აქ ძალიან დიდი ქართველი მოღვაწეები მოღვაწეობდნენ. ეს დარბაზი დიდი ხანი იყო გაურემონტებელი, ჩვენ მოვახერხეთ და საკმაოდ მაღალი ხარისხის რეაბილიტაცია ჩავუტარეთ", - განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, ქართული ფოლკლორის ცენტრი 82 წლის წინ დაარსდა და მისი მიზანია ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარება, ცენტრის არქივის შევსება და გამდიდრება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში