სალომე ზურაბიშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საახალწლო შობის პერიოდში მაინც მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საახალწლო შობის პერიოდში მაინც მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მან მის ხელთ არსებული ყველა კონტაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მოეთხოვა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ შედეგს აქამდე ვერ მიაღწიეს.

"მე ყველა ის კონტაქტები, რაც გამაჩნია, გამოვიყენე იმისთვის, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ საქმეში. ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი, რომ ისინი გამოვიყენოთ და მათ იმოქმედონ ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც არის ექიმის გათავისუფლება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საახალწლო შობის პერიოდში მაინც მოხერხდება ეს. მინდა, რომ მის ოჯახს ვუსურვო მხნეობა და ვუთხრა, რომ მთელი საქართველო მათ გვერდშია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასეთ საკითხებში თუ არ ვიქნებით ერთიანი, მაშინ არაფერი არ ვართ. მხოლოდ მაშინ ვართ ძლიერები, თუ ვართ ერთად და ამიტომ ვარ მე პირველი დღიდან წინააღმდეგი იმ პოლარიზაციის და დაპირისპირებების, რაც სამწუხაროდ გვძირავს ჩვენ, ყველას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს