პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე - ვისაც შევიწყალებ, ერთობლივი სია იქნება გამოცხადებული და ყველას ერთად ეცნობება

ვისაც შევიწყალებ, ერთობლივი სია იქნება გამოცხადებული და ყველას ერთად ეცნობება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მის ვინაობას, ვისაც შეიწყალებს წინასწარ ვერ გამოაცხადებს.

"თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ვისაც შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, იმიტომ, რომ ამას ბევრი ადამიანი ელოდება. ვისაც შევიწყალებ, სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველას ერთად გაეცნობა ეს სია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო