ელიზაბეთ რუდი -  დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში

დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში ,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

“დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში და ვიტყოდი ყველა თანხმდება, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო, ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების ცვლილებაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელის მიხედვით. დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხზე შეთანხმებას, მაგრამ დავტოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები ამ და სხვა საკითხებზე დამდეგ დღესასწაულებამდე”, - განაცხადა რუდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა