გიგა ბოკერია -  წავიდნენ ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე - იქამდე კი მათი იზოლაცია გრძელდება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერია განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის ინიცირებული მოდელი გააზრებული არც აქვს და “ივანიშვილის გუნდის წვალება გრძელდება”.

ბოკერიას თქმით, სანამ მმართველ გუნდს პასუხები არ ექნება, მათი იზოლირება გაგრძელდება.

“გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება, ითხოვეს მეტი დრო, იმიტომ რომ არც პასუხები აქვთ ვერც კითხვებზე ვერ პასუხობენ, გააზრებულიც არ აქვთ ეს მოდელი. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რწმენაც და რესურსებიც, რომ გავაგრძელოთ ეს პროტესტი. წავიდნენ ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე. იქამდე კი მათი იზოლაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ გრძელდება”,- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა