შსს „მწვანე სკოლაში“ მომხდარზე - მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა

"მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„10 დეკემბერს "112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. "112"- ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის: შეტყობინების ავტორი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით, 40 წუთში, მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, შსს-ს ცნობით, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს "112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს