მამუკა მდინარაძე - განვიხილეთ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და აქედან აქვს გადაღებული ერაყს

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი, კვლევისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და აქედან აქვს გადაღებული ერთ ქვეყანას, ერაყს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მოდელი სამართლიანი არ არის.

"ავღანური მოდელის მიხედვით, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ 50 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ პარტიამ, რომელიც ამ მხარდაჭერას მოიპოვებს, მიიღოს მანდატების გაცილებით ნაკლები რაოდენობა, რაც ბუნებრივია, არასამართლიანია და წარმოუდგენელია ამაზე მსჯელობის გაგრძელება. როცა ოპოზიცია შედის ჩიხურ მდგომარეობაში, "გერმანული მოდელის" შემთხვევაში არაკონსტიტუციურობით, ავღანური მოდელის შემთხვევაში - პროპორციულობის დისბალანსით მინუსისკენ, ჩვენ გვთავაზობენ, მოვიფიქროთ მოთხოვნა, რომელსაც დაგვიყენებენ და შემდეგ ჩვენვე დავეთანხმებით. რამდენად სერიოზულია ეს მოთხოვნა, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დიალოგის კარს არ ვხურავთ, წარმოადგინონ კონსტიტუციური, რაციონალური და მიზანშეწონილი წინადადება, რომელიც სტაბილურობას და მანდატების სამართლიანად გადანაწილებას უზრუნველყოფს და ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა