გიგა ბოკერია  დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში დაბარებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც "დაჭერები დაანონსა".

ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის დღეს გამოკითხვაზე არ მივა.

"არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხჰყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა