ინდოეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 100-მდე ადამიანი

ინდოეთის დედაქალაქ დელიში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცლებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო გამოსვლები 5 დღის წინ დაიწყო და დღემდე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 26 სტუდენტიცაა, რომელიც ასობით სხვა სტუდენტსა და ადგილობრივთან ერთად საპროტესტო აქციას „ჯამია მილია ისლამიას“ უნივერსიტეტთან მართავდა.

აქციის მონაწილეები მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, თუ ისინი აღნიშნულ ქვეყნებში რელიგიური ნიშნით იდევნებიან. კანონი ვრცელდება ქრისტიანებსა და ინდუსებზე და არ ვრცელდება მუსლიმებზე. ინდოეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მათ მშობლიურ ქვეყნებში შევიწროებისგან იხსნიან, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი დისკრიმინაციული ხასიათისაა და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. მათივე მტკიცებით, ხელისუფლების მიზანი მუსლიმების მარგინალიზაციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო