"ზურაბიშვილი - ბიძინას დანაშაული" - მოძრაობა „შეცვალე“ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავს

"ზურაბიშვილი - ბიძინას დანაშაული", - ამ სლოგანით სასტუმრო "ბილტმორთან" მოძრაობა "შეცვალე" აქციას მართავს.

სასტუმროში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: "დისპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში", რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ფარულავას განცხადებით, ერთი წელი გავიდა, რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა და ეს ერთი წელი სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში.

"მოვედით, რომ მივულოცოთ მას ეს სამარცხვინო ერთი წელი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ერთი წელი. მოვუტანეთ საქართველოს კონსტიტუცია, რათა მას ვუთხრათ, რომ ის უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას. სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: "ჯარიც გვყავს და იარაღიც გვაქვს, მთავარსარდალი არ გვყავს", "დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და არა გადამგდები ოლიგარქის ინტერესები".

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს