სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დიასპორისთვის ერთ ოთახს გამოყოფს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დიასპორისთვის ერთ ოთახს გამოყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველადი ინფორმაციის მიღების.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ დიასპორისთვის საჭიროა დედაქალაქში ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში: თუ აპირებენ დაბრუნებას, დასაქმებას, ბავშვების სკოლაში შეყვანას ან დროებით თუ ჩამოდიან ან ინვესტიცია თუ აინტერესებთ, რომ გაარკვიონ ზუსტად სად რა შეიძლება, იმიტომ რომ ბევრს შეიძლება სურდეს ინვესტიციაში მონაწილეობა, მაგრამ არ ჰქონდეს ბიზნესის უნარები ან ჰქონდეს რაღაც მოზომილი თანხა, რომ ჩაერთოს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის საჭიროა იყოს ერთი ადგილი, ეცოდინებათ რომ ეს არის მათი სახლი, დიასპორის სახლი და სხვათა შორის, მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს ასეთი გამოყოფილი ერთი კაბინეტი, მე ვთავაზობ საგარეო საქმეთა სამინისტროს დანიშნოს ერთი ადამიანი, რომელიც იქნება პირველი რგოლი, თან ადვილი მოსაძებნია ეს ადგილი - პრეზიდენტის სასახლე, მითუმეტეს, დღეიდან უკვე იხსენება საზოგადოებისთვის დასათვალიერებელად სასახლე. ეს სასახლე ღიაა ყველასთვის და პირველ რიგში ემიგრანტებისთვის. სწორედ აქ მოიპოვებენ პირველად ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შეიძლება მათთვის ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა