რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტმა შესაძლოა, ინდიელების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს რეზოლუცია ინდიელების გენოციდის შესახებ. ეს განცხადება რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა.

„ჩვენ გავხსენით მილიონზე მეტი დოკუმენტი 1915 წლის მოვლენების შესახებ. მოდით და შეისწავლეთ. ჩვენ ვსაუბრობთ საბუთებით. ჩვენც მსგავსი საპასუხო ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ასეც მოვიქცევით. როცა ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუთუ შესაძლებელია ინდიელებზე ხმა არ ამოვიღოთ? ეს აშშ-ის ისტორიის სამარცხვინო ფურცელია“,-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა