მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მამაკაცი მგზავრებმა ამოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

“როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს“, - განაცხადა მგზავრმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება