სალომე ზურაბიშვილი - საიდან წავიდა დიასპორა? წავიდა, პირველ რიგში, რეგიონებიდან და დაიცალა ჩვენი რეგიონები

საიდან წავიდა დიასპორა? წავიდა, პირველ რიგში, რეგიონებიდან და დაიცალა ჩვენი რეგიონები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში დარჩა უფროსი თაობა და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იყო უფრო ახალგაზრდა, უფრო ენერგიული და გამბედავი - წავიდა.

„რეგიონები - ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩვენი ეკონომიკური განვითარების საკითხი, იმიტომ, რომ ეს ცნობილი არის ეკონომიკაში და მე ამას არ გასწავლით, რომ ქვეყანა, სადაც დედაქალაქი არის ძირითადად განვითარებული და რეგიონები არა იმ დონეზე განვითარებული, ვერ ითვლება როგორც განვითარებულ ქვეყნად. ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან დიდი პრობლემა, რომ რეგიონები დაცლილია ნაწილობრივ, რომ რეგიონებში დარჩა უფროსი თაობა და ცხადია, ის ნაწილი, რომელიც იყო უფრო ახალგაზრდა, უფრო ენერგიული, უფრო შეიძლება გამბედავი - წავიდა. მათი დახმარება გვჭირდება სწორედ თავიანთ რეგიონებში. არის დაბრუნება და ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება ეს პროცესი, მე დავდივარ რეგულარულად რეგიონებში, პირველ რიგში, მთის რეგიონებში, რადგან იქ ჩვენი მთის კურორსტები ახალ სიცოცხლეს იძენენ, დავინახე დაბრუნებული ახალგაზრდები. და არც ერთი დაბრუნება არ არის ისეთი ღირსეული და ისეთი შედეგიანი, როგორც დაბრუნება თავის რეგიონში, თავის მხარეში და ქალაქში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დიასპორა მაშინ ხდება ქვეყნის ძლიერი ნაწილი და ამ ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი, თუ ის გრძნობს კავშირს სამშობლოსთან.

„რატომ უნდა გადავწყვიტოთ დიასპორის პრობლემა? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად ქვეყნის ერთიანობაზე და უნდა გადავწყვიტოთ ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა - ეს იქნება კონფლიქტების გადალახვა თუ იმ პოლარიზაციის გადალახვა, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, არ შეიძლება, არ ვიფიქროთ ასევე ერთიანობაზე ჩვენს დიაპორასთან მიმართებაში, ე.ი კავშირების გაძლიერებაზე. მე არ ვთვლი, რომ საკითხი დგას, როდის დავაბრუნებთ, ძალით თუ ნებით თუ როგორ იქნება, მაგრამ საკითხი არის, რომ მათ იგრძნონ, რომ არიან ამ ქვეყნის ნაწილი. მაშინ ხდება დიასპორა ქვეყნის ძლიერი ნაწილი და ამ ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი თუ ისინი გრძნობენ ამ კავშირს და თუ ჩვენ ვაგრძნობინებთ ამ კავშირს. კავშირი რისგან შედგება? შედგება მოქალაქეობისგან და ჩვენ შევძელით, კონსტიტუცია შეიცვალა ამისთვის, რომ დავუტოვოთ ჩვენს დისპორას არჩევანი, არჩევანი იმისა, რომ თუ თვითონ აქვს სურვილი, დაიტოვონ საქართველოს მოქალაქეობა, თუნდაც მაშინ, როდესაც სხვადასხვა მიზეზების, გარემოებების გამო, მას აქვს საშუალება ან სურვილი, რომ მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა მიიღო, არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ სხვა ფორმის კავშირი. დიასპორამ უნდა იგრძნოს, რომ არის ამ ქვენის განვითარებაში ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა