ნათია თურნავა - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის ერთწლიანი საქმიანობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, გაამართლა თუ არა იმედები პრეზიდენტმა, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს:

"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. ის საკმაოდ კარგად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ამისთვის აქვს ყველანაირი გამოცდილება და ცოდნა. ამასთან, ის არის ქალბატონი, რაც ჩემგან დამატებით პატივისცემას იწვევს," - აღნიშნა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს