არჩილ თალაკვაძე - სასურველია, პარლამენტში ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი იყოს და ეს უნდა მოხდეს არჩევნების და დემოკრატიის გზით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა დიასპორის პარლამენტში წარმოდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარლამენტში დიასპორის საკითხთა კომიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ მათ საჭიროებებს, თუმცა, კონკრეტულად იმ ნიშნით, რომ მაინცდამაინც დიასპორის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში, ასეთ რამეს საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, პარლამენტში დღესაც არიან ადამიანები, ვინც დიასპორის საკითხზე მუშაობენ. ძალიან კარგად აქვთ წარმოდგენა და კარგად იცნობენ დიასპორის საჭიროებებს და პრობლემებს. თუმცა, კონკრეტულად იმ ნიშნით, რომ მაინცდამაინც დიასპორის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში, ასეთ რამეს საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც იყოს ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი და ეს უნდა მოხდეს არჩევნების და დემოკრატიული მექანიზმების გზით. ბუნებრივია, არის მაღალი ალბათობა, რომ მომავალშიც ადამიანები, რომლებსაც დიასპორის საკითხებზე აქვს სიღრმისეული წარმოდგენა, იქნებიან პარლამენტში. არაფერი არ არის წარმოუდგენელი",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე განაცხადა, რომ დიასპორა პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო