საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, საკრებულოს შენობიდან გამოაძევეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ის საკრებულოდან გამოაძევეს.

თბილისის საკრებულოს წინ, სადაც ამ წუთებში ხმაურია, ირაკლი ნადირაძემ განმარტა, რომ საკრებულოს შენობაში რამდენიმე ადამიანის შეყვანის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ამის საშუალება არ მისცეს. მან სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა, რომ მისთვის ხელი გაეშვათ და არ შეხებოდნენ.

„საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. ჩვენ გვაქვს კანონიერი, სრული უფლება, ვიმყოფებოდეთ საკრებულოს შენობაში, მათ შორის, გვაქვს უფლება, რომ მოქალქეები შევიყვანოთ ამ შენობაში. შევედით, გქვონდა სურვილი, რომ შეგვეყვანა რამდენიმე ადამიანი, თუმცა ძალადობით გამოგვაგდეს საკრებულოდან. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. მთელი მუნიციპალიტეტი - მერია, საკრებულო, საჯარო სამსახურები ჰგონიათ, რომ არის ბიძინას შენობები, ისინი არიან ბიძინას მსახურები. მალე დამთავრდებით ხალხო. ეს არის სირცხვილი, რასაც ესენი აკეთებენ. აბსოლუტურად უკანონობას აქვს ადგილი, რასაც ახლა უყურებთ. არანაირი უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს დეპუტატები არ შეგვიშვან. პოლიციელები ასრულებენ უკანონო დავალებას“, - განაცხადა ნადირაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს